13.06.2021
- Advertisement -

ნიკა მელია – შემიძლია დღესვე გამოვაცხადო გადაწყვეტილება, მაგრამ არ მინდა, თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება

კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია, მეც მქონდეს მიღებული, მაგრამ არ მინდა, თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განცხადა, ენმ-ის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

“კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია, მეც მქონდეს მიღებული. წინ შეიძლება, ბევრი არაფერი მიდგას, ჩავატარო დღეს საღამოს ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება, ანუ ჩემ თავზე ავიღო ის, რაც ლეგიტიმურად განსაკუთრებით, არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამას და რატომ? სულ რაღაც 4 დღეა ვარ იქ, სადაც ვარ. არ მინდა უბრალოდ, რომ უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება.

მინდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური. ეს არის მიზეზი, რატომაც ვწელავ დროში ამ პროცესს”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. პარტიის რამდენიმე წევრი საჯაროდ აცხადებს, რომ ენმ პარლამენტში უნდა შევიდეს, ნაწილი კი, ბოიკოტის გაგარძელებას უწერს მხარს. მელია ადასტურებს იმასაც, რომ ამ თემაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. 

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -