28.09.2021
- Advertisement -spot_img

ნიკა მელია – თბილისის მერობა არაფერში მჭირდება, სხვა მიზნები შეიძლება მქონდეს ქართულ პოლიტიკაში

კითხვაზე – იქნება თუ არა თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია? – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პასუხობს, რომ არაფერში სჭირდება თბილისის მერობა.

“მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვოს. არ ვეთანხმები არავის, როდესაც ამბობენ, რომ საზოგადოება დაიღალა. დაიღალა უშედეგობით, იმით, რითაც დაიღალნენ მაგალითად ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები, ყველა თამაშს რომ ვაგებთ. ამ უშედეგობას ხომ თავისი მიზეზები აქვს. ხვალ და ზეგ ცალკეული პოლიტიკოსი არავის ემახსოვრება რა განცხადებებს აკეთებდნენ.

დარწმუნებული ვარ 2 და 3 წელიწადში შედეგს მოგვთხოვს [ხალხი]… ჩემს გარშემო არ განვიხილავ მე ერთობას. თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში მჭირდება თბილისის მერობა. არც თავმდაბლობის გარეშე ვაპირებ ახლა საუბარს, სხვა მიზნები და ამოცანები შეიძლება მქონდეს მე ქართულ პოლიტიკაში ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი შესვლა. მაგრამ, თუკი დავთანხმდებოდი, დავთანხმდებოდი ამ ბრძოლაში შესვლას თბილისის მუნიციპალიტეტის არჩევნებში სხვადასხვა პოზიციიდან. არ არის აუცილებელი იყო თბილისის მერობის კანდიდატი და ასე იყო ბრძოლის ავანგარდში. იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თუ დავინახავდი გულწრფელ მზაობას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, რომ ეს რეჟიმი დამარცხდეს დღეს.” – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია “ტვ პირველთან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img