თუკი აქ რამეზე ნაკლებად მიფიქრია, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე, – ამის შესახებ საპატიმროს დატოვების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე – აპირებს თუ არა იგი მისი კანდიდატურის მერად წარდგენას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ მომენტში ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა გაუჭირდება.
„თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე. ახლა არ მინდა ამ საკითხზე მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო, რადგან მინდა-არ მინდა პოზიცია გამიმრუდდება. ჩემი აზრით, ამას სჭირდება კარგი ინტერვიუ თითოეულ თქვენგანთან და ყველა ამომწურავ კითხვაზე გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა მელიამ.