17.01.2022
- Advertisement -spot_img

ნიკა მელია – ციხიდან “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატს დავურეკე, არ მიპასუხეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან იმ თემებზეც ისაუბრა, თუ რას აკეთებდა და როგორ გაყავდა დრო საკანში. მელიას განცხადებით, დაჭერის შემდეგ, მალევე, „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატსაც დაურეკა, თუმცა მათ ზარებს არ უპასუხეს.

„ახალი დაჭერილი ვარ, ბრაზით შევედი, მესამე, მეოთხე დღეს როცა მივხვდი, სად ვარ, მეგობარ ადვოკატს ვთხოვე, გეხვეწები, „ქართული ოცნების“ დეპუტატების სია შემომიტანე-მეთქი. ერთ კვირაში შემომიტანეს. რამდენიმეს დავურეკე, ჩემთვის ძვირფასი 15 წუთი… [გამოვიყენე]. არ მიპასუხა. მერე ბრაზმა გადამიარა და ძვირფასი წუთების ფასიც გავიგე, მერე მაგათთან დავრეკავდი? რაღაცეების გაფუჭების ხასიათზე ვიყავი.

„მივლინებიდან“ ბევრი ისტორია მაქვს – სუპები, მჟანას სუპები…დღეში ერთხელ ვჭამდი, დღისით. ცუდი რა არის იცით? – მარტო რომ ხარ ვერ ესაუბრები ვერავის, გინდა ლაპარაკი, რაღაცას ტელევიზიით უყურებ და გინდა ემოციები გაუზიარო, არავინ არ გყავს. რაღაცეები გავაკარი საკანში, თურმე შეიძლება 3-დან 6 სმ-მდე [პლაკატების გაკვრა]. ბოლოს არ ჰქონდა საკანს საკნის იერი. რაღაც საშინელი დეპრესიული რუხი ფერები ხომ არის, რაც მელანქოლიურ განწყობაზე გაყენებს. რომ შევედი საკანში სამი ნათურაა, მესამე არ ანათებს. ვიფიქრე, გადამწვარია და ციხის ზედამხედველს დავუძახე და ვუთხარი, შუა ნათურა გადამწვარია-თქო. თურმე, გადამწვარი კი არ არის, გარედან ინთება, რომ ზოგჯერ დაგხედონ. მაგიდის 4 სანათი ვიყიდე, ერთი ტელევიზორის უკან დავდგი და ვაჩახჩახებდი…

ეს მარტოობა იძლევა ღრმად ფიქრის შესაძლებლობას. ტვინი ისეთ წვრილმან დეტალებში იქექება ავტომატურად, როგორი რაღაცები გამახსენდა იცით? – რომელიღაც ტელეკომპანიაში რომ მივდიოდი და ლიფტთან რომელი ჟურნალისტი შემხვდა. ეს დეტალებიც გახსენდება. ატყობ ვინ გიჭერს მხარს გულწრფელად, ვინ ღელავს, ვინ განიცდის, ვინ ნახევრად გულწრფელად. საკუთარი თავის შეცნობისთვის და უკეთ გაცნობისთვის, არაჩვეულებრივი ადგილია, ფიქრისთვისაც. ფიქრებში არწივივით თავისუფალი ხარ, კითხულობ, ხან ერთ კონტინენტზე ხარ, ხან მეორეზე, დრო სწრაფად გადის, როცა კითხულობ. სულიერადაც ძლიერდები“, – განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img