19.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა მელია – ვაშინგტონში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ნიკა მელია  დღეს დილით, პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა.

მელიას თქმით, ვაშინგტონში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მთავარია სასარგებლო შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება იმ ადამიანთან, თუ ორგანიზაციასთან, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამერიკის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ვიზიტი არ ჰქონია ვაშინგტონში. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც არჩეული პარტიის თავმჯდომარისთვის პირველი შეხვედრაა ამ რანგის და მინდა მათ იცოდნენ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა და გეგმები. რა თქმა უნდა, რაზეც მეტად უნდა ვისაუბრო, ვიდრე საკუთარი პარტიაა, არის ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება, რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო გაღრმავდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, როგორც არასოდეს“, – განაცხადა მელიამ აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყრონ ოქტომბრის არჩევნებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img