25.10.2021
- Advertisement -spot_img

ნიკა მელიამ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მერობის 16 კანდიდატის დებატები დატოვა

აქ მოვედი, რადგან „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადმიანები არიან დღეს ხელისუფლებაში, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც  თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები იმართება.

მისივე თქმით, პატივს სცემს ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ მოძალადე, კორუმპირებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არ აპირებს.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ნიკა მელიამ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა.

„რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატში, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ, ჩვენი მაყურებელი დარწმუნდება. მაგრამ სიმართლეს გეტყვით, მოვედი აქ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადმიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.

მოვედი იმისთვის, რომ ვუთხრა, ეს ადამიანები არაფერს არ თაკილობენ, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით, ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი და კრიმინალების მფარველი, კრიმინალების დამსაქმებელი, ამას სჩდის. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რაც გააკეთეს. ამიტომ, ეს არის ადმიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს არა რომელიმე პარტიის, არამედ ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, რადგან ეს ადამიანი არის მოძალადე, მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ, იმას ვსაუბრობ. პატივს ვცემ ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე. კარგად ბრძანდებოდეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img