„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე და ზურბაბ ჯაფარიძე წარადგინა.
ამის შესახებ ნიკა მელიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც თბილისის მერიის კოალიციური გუნდის წევრები დაასახელა.
მელიას თქმით, ის იქნება ბრძოლის ავანგარდში დედაქალაქის მთავრობის რიგებში და „იბრძოლებს ჩვენი შვილებისა და მხცოვანი ადამიანების კეთილდღეობისთვის“, მამუკა ხარაძე კი, ყველაფერს გააკეთებს, რომ ცხოვრების სტანდარტი ამაღლდეს.
„მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე თქვენი საუკეთესო პარტნიორი , თქვენი მეგობარი, თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭვუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს“, – განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მწლიამ ასევე, დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილის კანდიდატურად ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა და აღნიშნა, რომ მას ახალგაზრდების განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს.
„ამ ადამიანს ყველაზე ბევრი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში. ახალგაზრდებში, რომლებიც ჩვენი მოამავალია და რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ თბილისში ცხოვრება და დასაქმება უხაროდეთ“,- განაცხადა მელიამ.