20.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა მელიას განცხადებით, მან ალეკო ელისაშვილთან შესარიგებლად პირველი ნაბიჯი თავად გადადგა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მან ალეკო ელისაშვილთან შესარიგებლად პირველი ნაბიჯი თავად გადადგა.

როგორც მელიამ ჟურნალისტებთან განმარტა, წყენა პოლიტიკაში შეიძლება იყოს, თუმცა, „ოპოზიციონერებს მართებთ ერთმანეთში ელემენტარული ადამიანური ურთიერთობები ჰქონდეთ“.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ სპექტრში მაქსიმალურად იყოს ურთიერთგაგება და დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი მასთან მიმართებაში. მე არ მერიდება ამის თქმა, რადგან ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს წარმატებას ვხედავ ერთობაში და ძალთა გაერთიანებაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც კონკრეტული კანდიდატების გარშემო უნდა ვიყოთ გაერთიანებული დროდადრო და ამის შემდეგ გვეძლეოდეს შესაძლებლობა ვთქვათ, რომ აი, ხომ ხედავთ, ერთობა არის სახეზე. ვფიქრობ, ოპოზიციონერებს გვმართებს, ელემენტარული ადამიანური ურთიერთობები გვქონდეს შენარჩუნებული, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ ხალხს, ვიღაც მეტს, ვიღაც – ნაკლებს ამომრჩევლების სახით, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დღეს იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩემთვის ძვირფასია და თუკი, სადმე ურთიერთობების ძაფი გაწყდა, ყველაფერს ვეცდები ბოლომდე და ვფიქრობ, ეს გამოგვივა, ურთიერთობები აღდგეს.

დიახ, მე ვფიქრობ, ეს სწორი გადადგმული ნაბიჯია. წყენა პოლიტიკაში დრო და დრო იქნება, კონკურენტები ვართ, მაგრამ მთავარი მიზანი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც თითოეული პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვისაა დასახული. ეს მიზანია, ამ ქვეყანაში არათუ სიღარიბე დავძლიოთ, ვისაუბროთ იმაზე, როგორ გავამდიდროთ ეს ქვეყანა და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანები. არ მგონია, საზოგადოებაში იყოს დაკვეთა, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ურთიერთქიშპობა გააგრძელონ, მთელი არსებით ვარ დარწმუნებული, თუ იდეალური ურთიერთობა არა, მინიმალური ხარისხის ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიის ლიდერებს შორის უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება დაამარცხო რეჟიმი და კიდევ უფრო რთული იქნება, რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანა კვლავ დააბრუნო განვითარების რელსებზე. არც თუ ცოტა ხანია, მივედი იმ აზრამდე, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში შეიძლება არსებობდეს უთანხმოება, მაგრამ არ უნდ არსებობდეს კონფლიქტი“, – განაცხადა მელიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img