17.01.2022
- Advertisement -spot_img

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 13 აპრილს გადაიდო

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 13 აპრილს, 11 საათისთვის გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახვაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს.მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მელიას პროცესზე დასწრების უფლება მისცა. მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, ვინაიდან მოსამართლემ ბრალდებულის დასწრების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სხდომა დღეს ვეღარ გაგრძელდებოდა. 

“ამ პროცესზე უკვე წარმოდგენილი იქნება ნიკა მელიაც და დიდი ალბათობით, ამავე პროცესზე მოხდება შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, ვინაიდან 16 აპრილი დედლაინია. არ მგონია, რომ 13 აპრილიდან 16 აპრილის შუალედში კიდევ ერთი სხდომა ჩაატარონ”, – განმარტავს ადვოკატი.

პროცესზე ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს გადაღებას და შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელება არ იზღუდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img