19.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა სიმონიშვილი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში! პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სუს-ს მთელი ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში! ამასობაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს” – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მესამე მოსმენით მიიღებასთან დაკავშირებით.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, ამ კანონის მიღებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონით, ინტერნეტზე კონტროლის შესაძლებლობაც ენიჭება.

“ეს კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში იხილებოდა და მაშინ მესამე მოსმენის კენჭისყრაზე გაჩერდა, ახლა კი ბოლომდე მიიყვანეს საქმე. ასე რომ, სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში.” – წერს სიმონიშვილი.

ცნობისათვის, პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს დაამტკიცა.

პროექტი, მესამე მოსმენით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე – 77 მომხრე, 2 – წინააღმდეგი, გავიდა.

როგორც კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით დაახლოებით ათი დღის წინ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ საელჩოები, რომელთა დახმარებითაც პროექტი შემუშავდა.

“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კანონპროექტს მივიღებთ, თუმცა დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლის ევროდირექტივასთან ჰარმონიზაციაც აუცილებელია. ამიტომ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. შემუშავდება ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული წესით მივიღებთ, რათა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჰარმონიზებული იყოს ევროდირექტივასთან“, – განაცხადა კუჭავამ.

კენჭისყრის წინ კანონის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და 2021 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრა.

კანონის პროექტის თანახმად, ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კერძოდ, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან. პროექტი ასევე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

გარდა ამისა, კანონის პროექტით ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img