19.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა სიმონიშვილი – ლექსო ლაშქარავაზე შსს-ს ბრიფინგი იყო სამარცხვინო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის თქმით, შსს-ს ბრიფინგი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით იყო სამარცხვინო და ამით ცდილობენ 5 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობის აცილებას.

“ლექსო ლაშქარავაზე შსს-ს ბრიფინგი იყო სამარცხვინო. ჯერ ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ აქვთ და ისე ლაპარაკობენ, რასაც ერთი მიზანი აქვს, 5 ივლისის ცემის ფაქტთან კავშირის გაწყვეტა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, მაგრამ შესაბამისი თანამდებობის პირების და მოძალადეების პასუხისმგებლობას ეს მაინც არ ხსნის ათობით ძალადობის ფაქტსა და ხელისუფლების საქციელებზე.

ლექსოს ოპერაციის შემდეგ მორფინს უკეთებდნენ ტკივილების გასაყუჩებლად და ამით თამაში უზნეობაა. ძალიან საინტერესოა ასევე მისი ცხედრის მოტაცების ეპიზოდიც. დედა ცხედარს არ ატანდა და ადვოკატთან კონსულტაციას ითხოვდა. როდესაც გაიგეს, რომ ჩვენ მივდიოდით, მაშინ გაიტაცეს ცხედარი და სამ საათზე მეტი, ექსპერტიზის დაწყებამდე, მხოლოდ გამოძიების ხელში იყო ცხედარი, რაც ბევრ კითხვას აჩენს.” – წერს საია-ს თავმჯდომარე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img