15.10.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა სიმონიშვილი – მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში „კლანური“ ძალაუფლება შენარჩუნდება

ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში „კლანური“ ძალაუფლება შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად იქნება გამყარებული, – ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით დანიშვნას.

„სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი არის საკვანძო პოზიცია, რომელსაც არ თმობს „კლანი“ და მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ევროკავშირის რეკომენდაციებში არ არის საუბარი ცალკეულ მოსამართლეზე ან პოზიციებზე, საუბარია ფუნდამენტურ რეფორმებზე, რომლებიც გულისხმობს, მათ შორის საბჭოში გადაწყვეტილების წესის მიღებას, მის დაკომპლექტებას და სხვას. კანონმდებლობის ცვლილების გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

ცხადია, რომ ხელისუფლებას არ სურს რეფორმის გატარება. დაშვება იმის, რომ სასამართლოში ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და რეფორმის გარეშე ასეთი ნაბიჯები გადაიდგას, არის ცალსახად კლანისთვის და ხელისუფლებისთვის სასარგებლო“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img