20.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა სიმონიშვილი – საპატრიარქოს არ აქვს განჩინების გასაჩივრების უფლება, სამინისტროსგან გასაჩივრება კი, უდიდესი სირცხვილი იქნება

“გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდება თუ არა. აქვე იმასაც ვიტყვი, სამინისტროსგან ამ განჩინების გასაჩივრება უდიდესი სირცხვილი იქნება, საპატრიარქოს კი არ აქვს გასაჩივრების უფლება.” – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ შშმ ბავშვების გამოყვანის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ისიც აღნიშნა რომ პრობლემა ყველა ბავშთან მიმართებაში იყო და პრობლემა მთლიანად პანსიონშია.

“სასამართლომ მხოლოდ შშმ ბავშვების გამოყვანაზე მიიღო გადაწყვეტილება, რადგან კანონი მხოლოდ ამ ნაწილში აძლევდა ორგანიზაციას სპეციალურ მოსარჩელედ ყოფნის უფლებას, თუმცა სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ პრობლემა ყველა ბავშვთან მიმართებით იყო, რითაც დადასტურდა, რომ პრობლემა მთლიანად პანსიონშია. ამდენად ახლა უკვე სახწლმწიფო ზრუნვია სააგენტოზე და შსს-ზე არის პასუხისმგებლობა, დანარჩენი ბავშვების გამოსაყვანად გადადგას ნაბიჯები.

სპეციალური მოსარჩელის ნორმა ბავშვის უფლებათა კოდექსის სამუშაო ვერსიაში იყო, მაგრამ შემდეგ დაიკარგა და დღეს ძალიან გამოგვადგებოდა. ამიტომ პარლამენტმა ამაზეც უნდა იფიქროს.სამართლიანობა მოითხოვს, აღვნოშნოთ ისიც, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაში სწორი და გაბედული ნაბიჯი გადადგა.” – წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img