19.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკოლ ფაშინიანი: „მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველა შეცდომისთვის… მზად ვარ, ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები…“

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთავრობისა და საკუთარი შეცდომებისთვის თანამემამულეებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საუბარია ჩვენ მთავრობაზე, პირადად ჩემზე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ მათ მიერ დაშვებული ყველა შეცდომისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან მომხრეებს პირობა მისცა, რომ გაკვეთილს გამოიტანს ჩადენილი შეცდომებიდან და მის  მთავარ მიღწევად ხალხის ხელისუფლების დაარსება დაასახელა.

საუბარია ჩვენ მთავრობაზე, პირადად ჩემზე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ მათ მიერ დაშვებული ყველა შეცდომისთვის

„მხოლოდ ხალხი უნდა წყვეტდეს, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში. სურთ, რომ ხალხს ძალაუფლება წაართვან, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ , – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა აქციაზე მოუწოდა ოპოზიციას დათანხმდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს. პრემიერის თქმით, კენჭისყრა აჩვენებს, რას მოითხოვენ სომხეთის მცხოვრებლები.

მინდა, რომ ხალხმა მიიღოს ეს შესაძლებლობა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მინდა, რომ ხალხმა მიიღოს ეს შესაძლებლობა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უშვებს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს.

ის ასევე, გამოვიდა წინადადებით, ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით მივიღოთ ახალი, ან რეფორმირებული კონსტიტუცია. ვუშვებ, რომ ქვეყანა გადავიდეს საპარლამენტოდან ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე“, – ამის შესახებ ფაშინიანმა ერევანში, თავისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით მივიღოთ ახალი, ან რეფორმირებული კონსტიტუცია

მისივე თქმით, ამის გაკეთება აუცილებელია პრეზიდენტთან, პარლამენტთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად.

ფაშინიანმა ასევე, აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ონიკ გასპარიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა კი, მოვალეობის შესრულება განაგრძონ. რესპუბლიკის მოედნიდან, პრემიერი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობაშიც ჩაერთო. მისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე ფაშინიანი შვილთან და მეუღლესთან ერთად მივიდა.

epaselect epa08810589 Protestors against the end of war in the Nagorno-Karabakh are seen inside the building of the National Assembly of the Republic of Armenia (Armenian Parliament) after storming the building, in Yerevan, Armenia, 10 November 2020. On 09 November Azerbaijan President Aliyev, Armenia? Prime Minister Pashinyan and Russian President Putin signed a statement announcing a complete ceasefire and all military operations in the Nagorno-Karabakh conflict zone from 00:00 a.m. Moscow time on 10 November 2020. Armed clashes erupted on 27 September 2020 in the simmering territorial conflict between Azerbaijan and Armenia over the Nagorno-Karabakh territory along the contact line of the self-proclaimed Nagorno-Karabakh Republic (also known as Artsakh). EPA-EFE/VAHRAM BAGHDASARYAN MANDATORY CREDIT

პარალელურად, ბაგრამიანის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც ფაშინიანის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

შეგახსენებთ, სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ამას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სომხეთის მთავრობის მეთაურმა უკვე გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა ამ განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

საპასუხოდ ფაშინიანმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა და გენშტაბის მეთაურის გადაყენება ხელმეორედ მოითხოვა, ხოლო სომხეთის მმართველ პარტიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ამის შესახებ ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა, ვაან ოვაკიმიანმა განაცხადა. სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img