20.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკოლ ფაშინიანი – პარლამენტში „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და შექმნის მთავრობას, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მის პარტიას ახლად არჩეულ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.

„ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ახლად არჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა (მინიმუმ 71 დეპუტატი 105-დან) ექნება და შექმნის მთავრობას, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ,“- წერს ფაშინიანი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბანზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 53.92%-ით ლიდერობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img