19.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკოლას უილიამსი – როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მშვიდობა გარანტირებული ვერ იქნება

მშვიდობა გარანტირებული ვერ იქნება, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მაგრამ აშშ ეძებს სფეროებს, როგორც ეს ბაიდენმა თქვა, სადაც თანამშრომლობას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა – ამის შესახებ ევროპელ ლიდერთა ქსელის ექსპერტმა, ერაყსა და ავღანეთში ოპერაციების ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკოლას უილიამსმა განაცხადა.

„ბაიდენი-პუტინის შეხვედრა უაღრესად სიმბოლურია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის რუსეთის ბუნება და რისკები, მაგრამ არ უნდა კონფრონტაცია. ჯერ არავინ იცის, მაგრამ თუ დავინახავთ ურთიერთობების სტაბილურობის მინიმალურ ნიშნებს, მაშინ ეს ზოგად ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. მშვიდობა გარანტირებული ვერ იქნება, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მაგრამ აშშ ეძებს სფეროებს, როგორც ეს ბაიდენმა თქვა, სადაც თანამშრომლობას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა. თუ დიალოგის რეჟიმზე გადავალთ და იქნება კონსტრუქციული გარემო, მაშინ ეს ბევრი მიმართულებით აისახება. მე ვარ პესიმისტი მოკლევადიან, მაგრამ ოპტიმისტი გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან გამარჯვება დემოკრატიის, თავისუფლების მხარესაა და ავტორიტარიზმს წარმატება არ უწერია“, – აცხადებს ნიკოლას უილიამსი

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img