30.07.2021
- Advertisement -spot_img

ნინო ლომჯარია – არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო, მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაქვს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს.

როგორც ლომჯარია განმარტავს, მას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

„ნამდვილად არ ვაპირებ კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ მინიმუმ, წელიწადნახევარი. თუმცა, მინდა მოვუწოდო და წავახალისო ყველა ის ადამიანი, ვინც შესაძლოა, იყოს დამოუკიდებელი აქტორი ამ პროცესში, რომ შეიტანოს განაცხადი. ვიცი, რომ ძალიან შემოკლებული ვადებია, პრაქტიკულად ორშაბათამდე უნდა დარეგისტრირდნენ კანდიდატები და ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა, ბარიერია, რომ ადამიანებმა ასე მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობის თაობაზე.” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img