15.10.2024
- Advertisement -spot_img

ნინო ლომჯარია პრემიერის განცხადებაზე – ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ

„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა“, – ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.

„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ცნობისათვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე კომენტარი გააკეთა. პრემიერის განცხადებით, თუ გადაწყვეტილება უსამართლო, შეურაცხმყოფელი იქნება ქვეყნისთვის, ის „ყველაფერს ფარდას ახდის“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img