29.03.2024
- Advertisement -spot_img

ნინო ლომჯარია – პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს, ეს გირაოს შეფარდების გარეშეცაა შესაძლებელი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა. სახალხო დამცველი პროკურატურას რეკომენდაციას აძლევს, რაც შეიძლება მალე იყოს ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული.

ნინო ლომჯარიას თქმით, მელიას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

„შეთანხმების ერთ-ერთი საგანი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ბუნებრივია, სახალხო დამცველი ამ პროცესებში ჩართულია. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხების გარშემო მესაუბრა, რას ფიქრობს თავად. გვქონდა ძალიან ზოგადი საუბარი. ნამდვილად არ გამოვსულვარ ციხიდან იმ მიზნით, რომ ნიკას დანაბარები საზოგადოებას გადავცე, ამ ფუნქციას ალბათ, მისი ადვოკატები შეასრულებენ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ მას ჯერჯერობით პოზიცია არ შეუცვლია, არ ვიცი რა იქნება ხვალ, ან რა შეიძლება იმის წინაპირობა გახდეს, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. ის თვლის, რომ გირაო ამ შეთანხმების საგანი არ ყოფილა, ასევე საუბრობს იმაზე, რომ მასთან გირაოსთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან არ ყოფილა.

ჩემი პოზიციაა კი ის არის, რომ პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს, ეს გირაოს შეფარდების გარეშეცაა შესაძლებელი. თუ ხელშეკრულება იმისთვის არის დადებული, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, ეს გადაწყვეტილება შეუძლია ძალიან თავისუფლად მიიღოს. მე და ნიკა მელიას ამის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა, ჩემი რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით იქნებოდა, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, ვერ გეტყვით, რა გეგმები აქვს პროკურატურას, ან ხელისუფლებას, რადგან თავად ხელშეკრულება ამნისტიაზე საუბრობს და თუ ამნისტიის აქტი იქნება მიღებული, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. ნიკა მელია  თვლის, რომ მან გირაო არ უნდა გადაიხადოს, ამბობს, რომ ციხეში იმის გამო ჩაჯდა, რომ მისი მხრიდან გირაოს გადახდა სამართლიანი არ იყო. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების გამოსავალი გირაოს გადახდა არ უნდა იყოს”,- განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ლომჯარიამ განმარტა, მელიასთან პოლიტიკურ შეთანხმებაზე არ უსაუბრია და თემა, მხოლოდ მის გათავისუფლების საკითხს შეეხებოდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img