19.04.2024
- Advertisement -spot_img

ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებზე – რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი

რა შეიძლება ვთქვა? – კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაწერა, რითაც ომბუდსმენი დღეს მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;

1. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა;

აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;

ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;

2. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;

3. დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა…

რა შეიძლება ვთქვა?

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი”, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img