24.04.2024
- Advertisement -spot_img

ნინო ლომჯარია – სახელმწიფოს არ ჰყოფნის ძალა, დახუროს საპატრიარქოს მმართველობაში მყოფი ინსტიტუციები

სახელმწიფოს არ ჰყოფნის ძალა, დახუროს ის ბავშვთა სახლები, სადაც ძალადობრივი ფაქტები ხდება, რადგან ეს ინსტიტუციები საპატრიარქოს მმართველობის ქვეშ არიან – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია  “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა პოსტკრიპტუმში განაცხადა. 

“მაშინ, როცა დიდი ზომის ბავშვთა პანსიონების დახურვა და მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებად გადაკეთება და მინდობით აღზრდაში გაყვანა დაიწყო, დაიხურა ძალიან ბევრი ინსტიტუცია, სადაც ძალიან მძიმე ფაქტებს ჰქონდა ადგილი, იმიტომ, რომ დიდი ზომის ინსტიტუცია იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ მისი მენეჯმენტი არის ცუდი, არამედ ისტორიამ და პრაქტიკამ ცხადყო, რომ იქ ძალიან ხშირად ხდება ძალადობრივი ფაქტები ბავშვების წინააღმდეგ. 

სამწუხაროდ, მაშინ, პრაქტიკულად დღევანდელ დღემდე, სახელმწიფოს არ ეყო ძალა, რომ იგივე განეხორციელებინა იმავე ინსტიტუციებში, რომელიც იყო საპატრიარქოს, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესიის, მმართველობის ქვეშ. 

ალბათ იმიტომ, რომ მოერიდა იმ ტიპის რეაგირებას, რასაც თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეს იყო აღქმული, როგორც თავდასხმა ეკლესიაზე, რაც არის აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა მიმდინარე პროცესზე და აქცენტების გადატანის მცდელობა, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ, როცა საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაინახა სახელმწიფომ, უფრო გათამამდა და იმიტომ ვხედავთ მათი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს”. – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img