29.03.2024
- Advertisement -spot_img

ნინო წილოსანი ბადრი ჯაფარიძეზე – ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა, თუმცა ვიქნები გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძე სხვა ოპოზიციონერებთან შედარებით “პოზიტიური მოვლენაა” და პირადად, მისი მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა, თუმცა დეპუტატის თქმით, ის და მისი კოლეგებიც გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი იქნებიან. 

“ყველამ ვიცით, რომ სესიაზე პარლამენტო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ირებს. ამასთან მიმარტებით გუნდში მკაფიო პოზიცია არ გავქვს. მე ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა. თუმცა რა თქმა უნდა, მეც და ჩემი ნებისმიერი კოლეგა, ვიქნებით ჩვენი, ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ  პარლამენტი იმსჯელებს “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე, რადგან “განაჩენი მძიმეა”. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img