23.11.2024

ნინო წილოსანი – პუტინისგან ოკუპაციის გარდა, არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან

„პუტინისგან ოკუპაციის გარდა არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები საქართველოს მიმართ, როგორიც ქვეყანას უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მიადგა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ახსენდებოდა თუ არა მას ისეთი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის რომელიმე დეპუტატს პუტინის მისამართით იგივე ტერმინოლოგია გამოეყენებინა, რასაც უკრაინის მაღალჩინოსნების მიმართ იყენებენ.

„მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითადად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ნამდვილად, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც, ამ შემთხვევაში, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“ – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img