20.04.2024
- Advertisement -spot_img

ნინუცა მაყაშვილი ქალებს – ძალადობა არ არის ნორმა, ნორმა არის ბედნიერი ყოფნა

“ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. ყველა ის ქალი, ძალიან ბევრი ქალი, ვინც ახლა აღარ არის ძალადობის მსხვერპლი, თუმცა გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი, დღემდე ვერ ახერხებს ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, 20-30-35 წელი იყოს გასული. ამ თემაზე ლაპარაკი არის ძალიან რთული, ეს თემა მთელი ცხოვრება გაქვს გულში და გჭამს. იმ დღემდე, სანამ მე ამ ყველაფერს ვიტყოდი, ხდებოდა ჩემი რეაბილიტაცია.” – ამის შესახებ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა და მიმართა ქალებს, რომ “ძალადობა არ არის ნორმა, ნორმა არის ბედნიერი ყოფნა”.

“ბევრი კომენტარი წავიკითხე, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან შურისძიება. მე რომ შურისძიება მდომოდა და 11 წელი ეს ბოროტება მეტარებინა, თავის დროზე მოვახერხებდი ამის გასაჩივრებას. ჩემი მიზანი არ იყო ეს, ჩემი მიზანი იყო ის, რომ იმ ქალების გულამდე, ვინც ახლა ფიქრობს, რომ მათთვის ის ცხოვრება არის ნორმა, რაშიც ახლა არიან, მინდოდა მეჩვენება, რომ ეს არ არის ნორმა, არის ნორმა ის, რომ შენ იქნები ბედნიერი, შენ იქნები წარმატებული, შენ იქნები კარგად, თუ უბრალოდ ოდნავ მაინც გაძლიერდები და შენ შენს თავში იპოვი პატარა ნაპერწკალს, რომელსაც გააღვივებ.” – განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.

შეგახსენებთ, მსახიობმა რამდენიმე დღის წინ გადაცემა “ფარულ კონვერტში” ისაუბრა ყოფილ ქმართან, მსახიობ ბესო ზანგურთან დაშორების მიზეზზე და განაცხადა, რომ ბესო ბეზანგური ერთად ყოფნის პერიოდში მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img