23.11.2024

ნოვაკ ჯოკოვიჩი 80%-იან წილს ფლობს კომპანიაში, რომელიც კორონავირუსის წამალზე მუშაობს

ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელსაც ანტივაქსერობაში და კოვიდრეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ და მისმა მეუღლემ ინვესტიცია ჩადეს დანიურ ფარმაცევტულ კომპანიაში, რომელიც Covid-19-ის სამკურნალო ექსპერიმენტულ წამალზე მუშაობს – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ინფორმაციას QuantBioRes-ის აღმასრულებელი დირექტორი, ივან ლონჩარევიჩი ადასტურებს. მისივე თქმით, წყვილი კომპანიის 80%-ს ფლობს. 

QuantBioRes-ს Covid-19-ის წამალი ბაზარზე ჯერ არ გაუტანია. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, კომპანია ექსპერიმენტებს ატარებს, შესაძლებელია თუ არა ვირუსზე ზემოქმედება ე.წ. რეზონანსული ამოცნობის მოდელის მეშვეობით. 

დანიის რეესტრის მონაცემებით, მონაკოში მცხოვრებმა ჯოკოვიჩებმა აქციები 2020 წლის ივნისში იყიდეს.

ჩოგბურთის არავაქცინირებულ ვარსკვლავს ამ კვირაში ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ავსტრალიის მთავრობამ მას ვიზა გაუუქმა და ქვეყანა დაატოვებინა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img