23.11.2024

ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ კორონავირუსის დაუდასტურების შემდეგ, იზოლაციის წესები დაარღვია

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, იზოლაციის წესები დაარღვია. სოციალურ ქსელ „ინსტრაგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯოკივიჩი წერს, რომ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის დადებითი პასუხის მიღებიდან ორი დღის შემდეგ ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.

„ვაღიარებ, რომ შეხვედრა სხვა დროისთვის უნდა გადამედო“, – წერს სპორტსმენი.

მისი თქმით, დეზინფორმაციაა სხვა ცნობები ტესტის დადებითი პასუხის მიღების შემდეგ საზოგადოებაში მისი გამოჩენის ფაქტების შესახებ. ჯოკოვიჩი განცხადებაში ასევე წერს, რომ ავსტრალიაში შესასვლელად საჭირო ბლანკის შევსებისას შეცდომა მისმა წარმომადგენელმა დაუშვა. კერძოდ, ბლანკში აღნიშნულია, რომ ავსტრალიაში ჩასვლამდე 14 დღით ადრე არსად უმოგზაურია, სინამდვილეში კი, გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი მანამდე სერბეთსა და ესპანეთში იმყოფებოდა.

“ჩემი აგენტი, რომელმაც ავსტრალიაში ჩასვლამდე ჩემი მოგზაურობის შესახებ არასწორი ველი მონიშნა, გულწრფელად ბოდიშს იხდის ადმინისტრაციული შეცდომის გამო. ეს იყო ადამიანური შეცდომა და არა მიზანმიმართული. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში გლობალური პანდემიის პირობებში და ზოგჯერ შეცდომები შეიძლება მოხდეს,“- წერს ჯოკოვიჩი.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გასარკვევად მისი წარმომადგენლები ავსტრალიის მთავრობას დღეს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

შეგახსენებთ, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც მელბურნში ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ავსტრალიის ხელისუფლებას მის ვიზასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. არსებობს შესაძლებლობა, რომ ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა ჩოგბურთელს ვიზა ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელახლა გაუუქმოს.

ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მელბურნში 17 იანვარს იხსნება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img