24.04.2024
- Advertisement -spot_img

ნუ მკურნალობთ ინტერნეტში ნანახი რეცეპტებით, საშიშია!

102 წლის ექიმი, ჩარლს გოდფრი, აზრზე არ არის რომ ის იგივე თენგიზ მარტიაშვილია და მედიაწიგნიერების უნარებს მოკლებულ საზოგადოებაში ფსორიაზისა და ეგზემის “უებარ” წამალს „ასაღებს“. მას არც ის ეცოდინება, რომ ამ საქმეში ფბ-გვერდი „ხალხური მედიცინა“ კაპიკსაც არ უხდის.

102 წლის ექიმი, ჩარლზ გოდფრი, რომელსაც ინტერნეტში ქართულენოვანი ფეისბუქის გვერდი თენგიზ მარტიაშვილად “ასაღებს”

ინტერნეტ-სივრცე, ინტერნეტ-თაღლითობის უამრავ შემთხვევასა და ფაქტს  იცნობს. განსხვავებულია შესათავაზებელი პროდუქტების ნაირსახეობაც და მომსახურებაც.  „ვებგაზეთმა“ კი ინტერნეტში ერთ-ერთი ასეთი თაღლითური შემთხვევა აღმოაჩინა –  წამლებით ვაჭრობა.  გვერდი, რომელიც „ფეისბუქზე“ –  „ხალხური მედიცინის“  სახელით არის შექმნილი, მოსახლეობას სხვადასხვა დაავადებისთვის სამკურნალო პრეპარატებს სთავაზობს. მეტი დამაჯერებლობისთვის კი, არც მეტი არც ნაკლები, 102 წლის ექიმის, ჩარლს გოდფრის ფოტოს იყენებს და  მას უცნობი  ექიმის, თენგიზ მარტიაშვილის სახელით ნათლავს. გვერდზე ვკითხულობთ, რომ წამლებსაც ეს „გამოცდილი“ ექიმი, ვინმე თენგიზ მარტიაშივილი ამზადებს  და ყველა დაინტერესებული ადამიანის კითხვებზეც პასუხს ის სცემს.

ჩარლზ გოდფრი, 102 წლის ექიმი, რომელსაც ფეისბუქზე თამაზ მარტიაშვილად “ასაღებენ”

თუმცა, რეალურად მათ მიერ გამოქვეყნებულ სიყალბეზე პასუხისმგებელი არავინაა. ასევე, უცნობია ვინ და რა ფორმით ამზადებს აღნიშნულ პრეპარატებს, ან ვის მიერ არის შემოწმებული.

ვებგაზეთმა“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ამ გვერდზე წამლის ყიდვა გადაწყვიტა და აღნიშნულ გვერდის ადმინისტრატორს მისწერა, რომ ალერგიის სამკურნალო პრეპარატის შეძენა სურდა. გვიპასუხეს, რომ გაარკვევდნენ აქვთ თუ არა მსგავსი პრეპარატი. თუმცა, ჩვენს კითხვებზე: ვინ ამზადებს? ვინ არის პასუხისმგებელი ამ წამლების ხარისხსა და ვარგისინაობაზე? – გვერდმა პასუხი არ გაგვცა და დაგვბლოკა.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე  „ვებგაზეთთან“ აცხადებს, რომ  პრაქტიკაში  მსგავსი საიტებიდან ნაყიდი წამლებით მოწამვლის არაერთი ფაქტი და შემთხვევა ჰქონია. ხმალაძე ამბობს,  რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის კანის მძიმე დაზიანებებით ან სხვა პრობლემებით ბევრს მიუმართავს. ექიმი იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც ღვიძლის სამკურნალოდ ერთ-ერთმა პაციენტმა მსგავსი სახით დამზადებული პრეპარატი მიიღო და მძიმედ მოიწამლა. ეს იყო რაღაც შავი სითხე, რომლის წარმომავლობაც ვერ დაადგინეს. პაციენტი  საბედნიეროდ გამოჯანმრთელდა, თუმცა ექიმი შიშობს, რომ ასეთი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ გარკვეული ორგანოები უნდა ჩაერთონ.    

თუმცა, ჩვენს კითხვებზე: ვინ ამზადებს? ვინ არის პასუხისმგებელი ამ წამლების ხარისხსა და ვარგისინაობაზე? – გვერდმა პასუხი არ გაგვცა და დაგვბლოკა.

უცნობია რამდენი ადამიანი მკურნალობს თვითნებურად ინტერნეტით და  გაურკვეველ საიტებზე დაწერილი რეცეპტების მოხმარების შემდეგ, რამდენ ადამიანს დაუმძიმდა მდგომარეობა.

„ეს არის ჩვეულებრივი სახის კრიმინალი, რომელიც სისხლის სამართლის საქმით დასჯადი უნდა იყოს. წარმოგიდგენიათ აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე და ადამიანები, რომლებიც ამ წამლებით თუ საწამლავებით ვაჭრობენ, ჩვეულებრივი პოტენციური მკვლელები არიან. არავინ იცის მსგავსი ფაქტები რა სახის  შედეგით დასრულდება. ჩვენ ხომ არ ვიცით გარდაცვლილა თუ არა ასეთი წამლების მიღების შემდეგ ადამიანი? –  ამის არც კვლევა არსებობს და არც არავინ ინტერესდება. მე პირადად, როგორც ექიმს ჩემს პრაქტიკაში ამის არაერთი შემთხვევა მქონია. ინფექციური საავადმყოფო გადავსებულია ხოლმე. ადამიანები გაურკვეველი ნივთიერებებით დამზადებულ წამლებს იღებენ, რომელიც რეალურად წამალი კი არა, საწამლავია. ასე ერთ-ერთმა პაციენტმა რაღაც სითხე დალია, ღვიძლის თუ კუჭნაწლავის სამკურნალო. მძიმედ იყო, თუმცა მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ. გვაჩვენა რაღაც შავი სითხე, რომელსაც სვამდა და 3 ლარი მიუცია. იმიტომ ვიყიდე, რომ იაფი ღირდაო. ისევ და ისევ განათლების პრობლემასთან და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებამდე მივდივართ“,-აცახდებს ექიმი „ვებგაზეთთან“.

არასანდო ვიზუალის მქონე საიტი, სამედიცინო თემით

მისივე თქმით, მოსახლეობის ნაწილი, ვინც ამ წამლებს ყიდულობს და მოიხმარს, მათი დაინტერესება ძირითადად დაბალი ფასის გამო ხდება. რა თქმა უნდა, საავადმყოფოში წასვლა, ანალიზების ჩატარება და შემდეგ ექიმის კონსულტაცია გაცილებით ძვირია, ვიდრე სამლარიანი და ოთხლარიანი წამლების ყიდვა. თუმცა, ადამიანები ვერ ათვითცნობიერებენ იმას, რომ ეს შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეთ. ხმალაძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს მოსკოვში გამოვლინდა, სადაც რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებაც მოხდა. თუმცა, საქართველოში ეს სიტუაცია იმდენად უკონტროლოა, რომ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება. ექიმი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მსგავსი სახის პრეპარატების მიღებისგან თავი შეიკავონ.   

ადამიანები ვერ ათვითცნობიერებენ იმას, რომ ეს შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეთ.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი გვერდები და ასეთი წამლებით ვაჭრობა საფრთხეს მოსახლეობის ჯამრთელობას და ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის. ამიტომაც, შესაბამის ორგანოებს სასწრაფოდ დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მოსახლოებას კი აფრთხილებენ, რომ  გაურკვეველი პრეპარატების ყიდვისა და მოხმარებისგან თავი შეიკავონ.

საინფორმაციო ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი „ვებგაზეთთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ევროპულ  ქვეყნებთან შედარებით, ონლაინ სივრცეში ინფორმაციის გავრცელება გაცილებით უფრო მარტივია. ევროკავშირში ამ მიმართულებით რეგულაციები მუშაობს, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არა. რაც შეეხება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევას, სპეციალისტი ამბობს, რომ ინტერნეტ სივრცეში სპეციალური კონტენტის გავრცელება, თუ ის არ არის პორნოგრაფია,  ძალადობა და სხვა, შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება, თუ ამას არ ჰქონდა შემაწუხებელი ხასიათი, არცერთი ორგანო ამ ფაქტებით არ ინტერესდება.

„ქვეყანაში არ არსებობს არანაირი მონიტორინგი, რომელიც ასეთ ინფორმაციებს გააკონტროლებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ამიტომ მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ელემენტარული კომპიუტერზე წვდომა აქვს ხელი მიუწვდება. ნებისმიერ საიტის შექმნა და დომენის სივრცის ყიდვა იაფად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ეს ყველაფერი თუ რეგულაციების ქვეშ არ ექცევა, მაშინ  ჩათვალეთ, რომ  ადამიანს ნებისმიერი  რაღაცის გაყიდვა შეუძლია.

ქვეყანაში არ არსებობს არანაირი მონიტორინგი, რომელიც ასეთ ინფორმაციებს გააკონტროლებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ამ საქმეში ალბათ უნდა ჩავრთოთ ის სამსახურები, რომელბიც კანონით წამლით ვაჭრობას არეგულირებს. წამლის ასეთი ფორმით ვაჭრობაც ისეთივე ლიცენზიას უნდა ითვალისწინებდეს, როგორც მაგალითად აფთიაქის გახსნისას. დავარქვათ ამას ონლაინ აფთიაქი და რისკები იგივე იქნება. დიდად ჩვეულებრივ აფთიქს  და ამ ონლაინ ვაჭრობას შორის დიდი განსხვავება არ არის. თუმცა პრობლემა აუცილებლად მხოლოდ მაშინ შეექმნება, როდესაც მისი მუშაობით ვინმე უკმაყოფილო იქნება. თუმცა აქ  სამართლებრივი დავაც გაჭირდება, იმიტომ, რომ შესაძლოა უცბად იტერნეტ სივრციდან გაქრეს კიდევაც“,-აცხადებს ძიძიშვილი „ვებგაზეთთან“.

ფოტო: დავით ძიძიშვილი

მისივე თქმით, ყველა უნდა იყოს იმით დაინტერესებული, რომ მსგავსი უკანონობა აღიკვეთოს. ძიძიშვილი ამბობს, რომ კანონით ინტერნეტ სივრცის რეგულირების წიანაღმდეგია, თუმცა ეს არის ის ფორმა, რომლის კონტროლიც უნდა მოხდეს. აქ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. არავინ არ იცის ამ საიტის უკან ვინ დგაs, რამდენად კომპეტენტური ადამიანები არიან და ადამიანს ვინც ამ წამლებს  იყიდის რა სახის ზიანი მიადგება. სპეცილისტს მიაჩნია, რომ მსგავსი რისკებისგან რეგულაციების გარეშე რთულია ადამიანები დავიცვათ. არ ვიცით ამ წამლების ხარისხზე პასუხს ვინ აგებს, ვისგან არის შემოწმებული, ამიტომ ამ პრობლემიდან გამოსავალი უნდა ვეძებოთ. კიბერ უსაფრთხოების ექსპერტს მიაჩნია, რომ გამოსავალი ევროკაშვირში მოქმედი რეგულაციების ჩვენთანაც გადმოტანაშია. ჯანდაცვის უსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ „ჯანმრთელობის უსაფრთხოება!“ – ეს უკვე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ხდება.

თემაზე “ვებგაზეთისთვის” ელიზა პოპიაშვილმა იმუშავა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img