15.10.2024
- Advertisement -spot_img

ოხანაშვილი – თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე გუნდის შიგნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„არსებობს წესი, როდესაც პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს და შემდგომ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული წესი ძალაში რჩება და ამ ეტაპზე არ განიხილება, რომ წესი შესაძლოა, მსჯელობის საგანი გახდეს. თეორიულად ნებისმიერი წესის შეცვლა არის შესაძლებელი. თეორიულად შესაძლებელია ოდესღაც ვიმსჯელოთ – დღეს ეს საკითხი არ განიხილება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img