24.04.2024
- Advertisement -spot_img

ოკუპანტები აიცრებიან

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის საოკუპაციო ბაზებზე კორონავირუსის ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების მიერ, ჯერ კიდევ არაღიარებულ რუსულ ვაქცინას (სპუტნიკ V) თავიდან მხოლოდ 500 რუს ჯარისკაცს გაუკეთებენ.

ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ პირადი შემადგენლობის ყველა აცრილი ჯარისკაცი, ვაქცინის მეორე დოზის მიღებამდე (21 დღე), მუდმივი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.

რუსეთში წარმოებული ვაქცინა სხვა ვაქცინების მსგავსად 2 ეტაპიანია, თუმცა პირველი და მეორე აცრის დოზების შემცველობა ერთმანეთისგან განსხვავდება.

ევრო-ამერიკული პრეპარატებისგან განსხვავებით, სუპტნიკ V რუსეთის ჯანდაცვამ უსწრაფესად, ცდების დასრულებამდე დაამტკიცა. დაბალი ეფექტურობის და უფრო დაბალი ნდობის მიუხედავად, მისი გამოყენება სავალდებულო გახდა მედიკოსებისთვის, პედაგოგებისთვის და სამხედროებისთვის, მათ შორის ქვეყნის გარეთ არსებულ საოკუპაციო ბაზებზეც.



არ გამოტოვოთ:

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img