04.10.2023
- Advertisement -spot_img

ოკუპანტები ზაპოროჟიეს რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული არმია ზაპოროჟიეს რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს.

„მტერი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს „სამხრეთის“ ჯარების ჯგუფის ქვედანაყოფების პოზიციებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, მათვე ცნობით, რუსული ჯარები დარჩნენ საწვავისა და საბრძოლო მასალის სისტემატური მიწოდების გარეშე, მაგრამ განახორციელეს ორი საარტილერიო დაბომბვა უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე, რომლებიც ქალაქ მელიტოპოლს, ზაპოროჟიეს, ბერდიანსკისა და მარიუპოლს იცავდნენ.

„სამხრეთის“ ჯარების ქვედანაყოფებისგან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მტერმა უკან დაიხია“, – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img