08.12.2024

ოკუპანტებმა ოდესასა და მიკოლაივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

თავდასხმის დროს ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

„მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. თავს ოდესის საქალაქო ინფრასტრუქტურას დაესხნენ, კერძოდ, დაზიანდა ერთ-ერთი რელიგიური შენობა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – ნათქვამია უკრაინული მხარის განცხადებაში. 

ასევე, დღეს საღამოს უკრაინის ქალაქ მიკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ოდესაში ერთი ძლიერი აფეთქება, მიკოლაივში კი რამდენიმე მოხდა.

ორივე ქალაქში ჩაირთო საჰაერო განგაშის სიგნალი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img