05.08.2021
- Advertisement -spot_img

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა გალის მოსახლეობის შევიწროების “ახალ ეტაპს” იწყებს

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა გალის მოსახლეობის შევიწროების “ახალ ეტაპს” იწყებს. ,, ყველაფერი [ე.წ. პარლამენტის] საკომიტეტო მოსმენით დაიწყო, რომელზეც საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნატალი სმირმა გააფრთხილა გალის რაიონული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დოტაციები თითქმის ორჯერ შემცირდებოდა. არგუმენტად მან პოლიტიკური მოსაზრებები მოიყვანა: «აფხაზური მოქალაქეობის არმქონე მოსახლეობაზე ხელფასს არ უნდა გავცემდეთო».

«გადავალ პირდაპირ პოლიტიკაზე. აფხაზეთის მოქალაქეების რა რაოდენობა ცხოვრობს გალში? ვის ვუხდით ფულს?!», – განაცხადა ნატალი სმირმა და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ გალის რაიონის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანთა უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია. «გალის რაიონში აფხაზეთის მოქალაქეობა მაქსიმუმ, 1000 კაცს აქვს. ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო სფეროს სხვა თანამშრომლები აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს უკანონოდ იღებენ», – დაამატა დეპუტატმა გივი ქვარჩიამ.

თავის მხრივ, რაიონის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ აცნობა დეპუტატებს, რომ მართლაც, 30 000-იანი მოსახლეობიდან აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი მხოლოდ 1 000-ს აქვს, დანარჩენებს – ბინადრობის მოწმობები. რაიონის ადმინისტრაციაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დასაქმებულთა 70%-ზე მეტს აფხაზეთის მოქალაქობა არ გააჩნია. კონსტანტინე ფილიამ ამ ვითარებას კატასტროფული უწოდა და განმარტა, რომ მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა ელემენტარულ უფლებებსაა მოკლებული: «ჩემთან მოდიან სკოლადამთავრებული, აფხაზურ ჯარში ნამსახურები ადამიანები, ვხედავ მათ ჯილდოებს კარგი მსახურისთვის. ისინი მთხოვენ: «მოგვეცით რაიმე დოკუმენტი!», მე კი ამის უფლება არ მაქვს. ეს ხომ კატასტროფაა!.. რაც შეეხება ათას ადგილობრივს – დიახ, მათ პასპორტები გააჩნიათ, მაგრამ დანარჩენები გამოდის, ჩვენი ხალხი არაა? დიახ, იყო ომი და დღემდე გვძულს შორეული ნათესავებიც კი იმ ადამიანებისა, ვინც თავის დროზე გვეომა.

მაგრამ ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენ გვყავს 2600 ბავშვი, 500-ზე მეტი — ბაღში! პასპორტებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, გალის რაიონს ბიუჯეტი საერთოდ არ სჭირდება?!>> თუმცა “დეპუტატებმა” რაიონის ხელმძღვანელის არგუმენტები არ გაიზიარეს. ისინი კვლავინდებურად დარწმუნებულები არიან, რომ გალის რაიონს სახელმწიფო დახმარების ოდენობა უნდა შეუმცირდეს, განსაკუთრებით — ხელფასების გაცემის ნაწილში. ეს კი ნიშნავს, რომ უმუშევართა რაოდენობა წელს რაიონში ერთბაშად რამდენჯერმე გაიზრდება. გალის მოსახლეობის დისკრიმინაციაზე არა მარტო საერთაშორისო გამოხმაურება, ან ქართული მხარის პოზიცია არსებობს, პირველად ომის შემდეგ, თვითმარქვია რესპუბლიკის სახალხო დამცველმა, ასიდ შაკრილმა 140 გვერდიან მოხსენებაში ამ თემას დიდი ადგილი დაუთმო.ასიდის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა უდავოდ, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაზეა მიმართული, განსაკუთრებით — გალის რაიონში: «ქართული ეროვნების ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი ამ დრომდე დაურეგულირებელია.

მათი მთავარი პრობლემა პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებაა. დოკუმენტების არქონის გამო გალის რაიონის ზოგიერთი მცხოვრები თავისუფლად ვერ გადაადგილდება. გარდა ამისა, რაიონში ირღვევა განათლების უფლება, რადგან 2015 წლიდან სკოლებში სწავლება რუსულ ენაზე წარმოებს. იმის გამო, რომ რუსულს რაიონში არასაკმარისად ფლობენ, მათ შორის – პედაგოგებიც, მოსწავლეები საგნებს ცუდად ითვისებენ. გარდა ამისა, გალის რაიონში მიწის გადასახადი ფიზიკური პირებისთვის აღემატება მის ოდენობას აფხაზეთის სხვა რაიონებში»

ავტორი: კრისტინა ავიძბა

წყარო: https://accentnews.ge/…/31310-kartuli-rezervacia…

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img