29.03.2024
- Advertisement -spot_img

ოკუპირებული ცხინვალის “რეფერენდუმი” შესაძლებელია მაისი-ივნისში ჩატარდეს – დუმის დეპუტატი

რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლებელია მაისი-ივნისში ჩატარდეს. ამის შესახებ TASS-სთან დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ ისაუბრა.

“ვფიქრობ, 10 აპრილს, როდესაც სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რეფერენდუმის ვადები უკვე გასაგები იქნება, როდის გამოაცხადებენ. არჩევნების, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ის ჩაატარებს ამ პროცედურას. ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება – მაისი-ივნისი”, – თქვა ვოდოლაცკიმ.

30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება “რესპუბლიკის” სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img