კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ირპინში ჩასვლის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ირპინი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოა.
„ამ ქალაქში სასტიკი ნგრევა მემორიალია – ეს ომი უნდა დასრულდეს“, – დაწერა შოლცმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე”.
კიევში ასევე ვიზიტად მყოფმა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, „ტვიტერზე დაწერა“, რომ რუმინეთს, საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების წინაშე, ყველა რუსი დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა სურს.
„სიტყვები ვერ აღწერს იმ წარმოუდგენელ ადამიანურ ტრაგედიასა და საშინელ ნგრევას, რომელიც დღეს ირპინში ვნახეთ“, – დაწერა იოჰანისმა.