15.10.2024
- Advertisement -spot_img

ომის დაწყებიდან პირველად უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ოდესის პორტს ტოვებს

დღეს, 1-ლ აგვისტოს, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ოდესის პორტს ტოვებს.

ამის შესახებ უკრაინელმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს უკრაინული მარცვლეულის ქვეყნიდან გატანა დაბლოკილი ჰქონდა, თუმცა, თურქეთის შუამავლობით, რუსეთი ექსპორტის განბლოკვას დათანხმდა.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი უკრაინას, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის სავალუტო შემოსავალს და სოფლის მეურნეობის სექტორს მომავალი წლის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და “სამხრეთის” პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.

ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.

23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.

27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img