30.07.2021
- Advertisement -spot_img

ოპოზიცია, მედია და აქტივისტები პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ – ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები შევდინენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მედიამენეჯერები და აქტივისტები, მანდატურის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, დარბაზში შევიდნენ. დარბაზში შესვლის შემდეგ მათსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ისინი ამ წუთებშიც დარბაზში რჩებიან და ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის დაიწყება სხდომა.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, მანდატურის სამსახურთან ერთად, პირადი დაცვაც იცავს. მან აღნიშნა, რომ “ნაცებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ”.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან გადმოფენილია ევროკავშირის და საქართველოს დროშა. სავარძელი დაკავებული აქვთ ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, ანა ნაცვლიშვილი, ანა წითლიზე და თაკო ჩარკვიანი. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემენ.

მანდატურის სამსახური ცდილობს, ოპოზიციას, მედიას და აქტივისტებს დარბაზი დაატოვებინოს, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. დარბაზში სწორედ სხდომა უნდა გამართულიყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img