28.03.2024
- Advertisement -spot_img

ოპოზიციის ნაწილის განცხადებას „ლეიბორისტებიც“ არ უერთდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ, “ლეიბორისტული პარტია” არ შეუერთდა. ამის მიზეზი წერილის რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით “ლეიბორისტების” განსხვავებული პოზიციაა.

“განცხადების მთლიან სულისკვეთებას ვეთანხმებით. არის ცალკეული პუნქტები, რომლებთან დაკავშირებითაც განსხვავებული აზრი გვაქვს და ამიტომ, თავი შევიკავეთ ხელმოწერისგან.

ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას… ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. თუ ახალი არჩევნები დაინიშნება, შემდეგ თანმდევი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო რეფორმები, შეუძლიათ, მათ განახორციელონ ჩვენს შეუსვლელადაც” – განაცხადა გიორგი გუგავამ.

“ლეიბორისტები” ასევე არ ეთანხმებიან პლებისციტის იდეას, როგორც ახალი არჩევნების დანიშვნის საშუალებას. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img