28.03.2024
- Advertisement -spot_img

ოპოზიციის წარმომადგენლებმა იურიდიულ საკთხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა იურიდიულ საკთხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტი კომიტეტის დღის წესრიგის მთავარი თემის განხილვას მოჰყვა – სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელმაც პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციის შემდეგმა წევრებმა: შალვა შავგულიძემ, ანა ნაცვლიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა, ბაჩუკი ქარდავამ, პაატა მანჯგალაძემ, ლევან ბეჟაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა საქართველოს პარლამენტში, ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.

როგორც „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს.

„ჩვენ ვტოვებთ დღევანდელ პროცესს, კარგად ბრძანდებოდეთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილსა და ოპოზიციის სხვა წევრებს, რომლებიც სხდომას ტოვებდნენ, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმაც მიმართა.

„ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ, თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე, რომ არ იმუშავებთ?.. საცობი რომ არ შეიქმნას, ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ. მიმოიხედეთ წინ და გვერდით, ვინ ვის ინტერესებს იცავდა და ვის გვერდით ხართ… სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო. ვისაც უნდა გასვლა, შეუძლია დატოვოს (საკომიტეტო დარბაზი)“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img