06.08.2021
- Advertisement -spot_img

ოპოზიციური პარტიების ერთლობლივ განცხადებას არც „რესპუბლიკელები“ უერთდებიან

ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას,  რომელშიც ევროკავშირის მედიაციით განახლებულ მოლაპარაკებებში მათი ხედვები და პოზიციებია ხაზგასმული, რესპუბლიკური პარტიაც არ უერთდება. 

პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე საზმაუ-სთან განმარტავს, რომ რესპუბლიკური პარტიის პოზიცია იმ წინაპირობებმა განაპირობა, რომელიც, მისი თქმით, პარტიების ერთობლივ ტექსტშია წამოყენებული. მისი თქმით, შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მედიატორებს ოპოზიცია “წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით” არ დახვდეს. 

“მთავარი საკითხი არის ის, რომ წარუმატებლობის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა და ამას მხარს უჭერს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მედიატორი დანიელსონი უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები ხვალ, უკვე აქ იქნება და განახლდება მოლაპარაკებები. ასეთ სიტუაციაში წინაპირობებით საჯარო განცხადების გაკეთებას არ ეთანხმება რესპუბლიკური პარტია და ამიტომ, ამ განცხადებას არ უერთდება.

მთავარი ამ პროცესში არის, რომ ყველა პირობაზე, ყველა შესაძლებლობაზე ილაპარაკონ, ვილაპარაკოთ მაგიდასთან და ისე გავაკეთოთ განცხადებები და არა წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით დავხვდეთ მედიატორს, რომელსაც ძალიან სერიოზული რაუნდები აქვს ჩასატარებელი, რათა შეთანხმება შედგეს და ამ ქვეყანამ სტაბილურ, ნორმალურ გარემოში გააგრძელოს ფუნქციონირება. რესპუბლიკელები ვთვლით, რომ ამ პროცესში წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, მოლაპარაკებების წინ”, – განაცხადა სამნიძე. 

შეგახსენებთ, პარტიების ერთობლივ განცხადებას არ შეუერთდა გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელიც“. პარტიამ წერილის სულისკვეთება გაიზიარა, თუმცა განმარტა, რომ წერილის გამოქვეყნება ტაქტიკური შეცდომაა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხაადებით, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. როგორც მან განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img