19.04.2024
- Advertisement -spot_img

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

პოლიტიკოსების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, ადგილზე მყოფი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძახილების ფონზე მოუწიათ.

პარლამენტის დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი. ამის შესახებ მან პარლამენტში მისვლის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, ოპოზიციის პირველი დღე პარლამენტში დასრულდება საპატიმროდან 1 ადამიანის გათავისუფლებით. 

“ჩვენი პირველი დღე დასრულდება საპატიმროდან 1 ადამიანის გათავისუფლებით. დღეიდანვე დავიწყებთ ზრუნვას იმაზე, რომ მეორე ადამიანი ასევე სწრაფად გათავისუფლდეს. ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია.

ასევე, ადგილობრივი არჩევნების იმდაგვარად ჩატარება, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს 2022 წელს. 

აუცილებელია, რომ განხორციელდეს ყველა პუნქტი, რაც არის შარლ მიშელის დოკუმენტში. საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რურუა და შემდეგ მელია და ჩვენ დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მოვახდინოთ საარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობის სრული განახლება, ასევე, განვახორციელოთ ის რეფორმები, რომელიც ეხება სასამართლოს დეპილიტიცაზიას და კლანიდან გათავისუფლებას”. – განაცხადა ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img