20.04.2024
- Advertisement -spot_img

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტის, ანა არგანაშვილის თქმით, სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯაცო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო. 

“დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან”. – თქვა ანა აბაშიძემ.

ანა არგანაშვილმა კი დააზუსტა, რომ  “სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალი, არის მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკა. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია”. 

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img