19.04.2024
- Advertisement -spot_img

ოსკარზე წარსადგენი ქართული ფილმი 12 ოქტომბერს გამოვლინდება

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;

„პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია;

„მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

წარდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე.

კომისიის შემადგენლობაში არიან:

მერაბ ნინიძე;

ნანა ჯორჯაძე;

ნანა ექვთიმიშვილი;​

დეა კულუმბეგაშვილი;​

კონსტანტინე ჩლაიძე;

გიორგი ოვაშვილი;

რატი ონელი;

ლევან კიტია;

ვლადიმერ კაჭარავა;

ალექსანდრე გაბელია;

გიგიშა აბაშიძე;

ია სუხიტაშვილი;

ირაკლი სოლომანაშვილი;​

მარიამ ჭაჭია;

თამთა გაბრიჩიძე.

კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების დახურული ჩვენება შედგება 12 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი დღის ბოლოს გახდება.

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img