ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით, ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს, – ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
წელს, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად, კიდევ 2 ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” (რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე) და „პერსონა #2“ (რეჟისორი ნინო ბასილია).
წარდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: მერაბ ნინიძე, ნანა ჯორჯაძე, ნანა ექვთიმიშვილი, დეა კულუმბეგაშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, გიორგი ოვაშვილი, რატი ონელი, ლევან კიტია, ვლადიმერ კაჭარავა, ალექსანდრე გაბელია, გიგიშა აბაშიძე, ია სუხიტაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი, მარიამ ჭაჭია და თამთა გაბრიჩიძე.