04.12.2021
- Advertisement -spot_img

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და კობა ნაყოფია წუხელ სენაკში ფარულ შეხვედრაზე დააფიქსირეს

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ღამით „იმედის“ კამერამ სენაკში, რესტორან „ოსკარში“ ფარულ შეხვედრაზე დააფიქსირა. საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური იყო.

შარაშენიძე, რომელიც შესვლისას სახეს ქურთუკის საყელოთი იფარავდა, ოზურგეთის საზოგადოებას წლების განმავლობაში ატყუებდა, რომ ის “ქართული ოცნების” და მისი ლიდერების ერთგულია, თუმცა საარჩევნო კამპანიის დროს ის ჯერ ოზურგეთში გადაიღეს ჟურნალისტებმა “ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსპირაციულ შეხვედრაზე, ახლა კი შუაღამით – კობა ნაყოფიამ ჩაიყვანა სენაკში. კონსტანტინე შარაშენიძე ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში დიდი სხვაობით დამარცხდა “ქართული ოცნების” კანდიდატთან, ავთანდილ თალაკვაძესთან. მეორე ტურში კი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ცდის ბედს – შარაშენიძე ოზურგეთელებს მუნიციპალურ მართვას სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად უანონსებს – ის მერის მოადგილეების, სოფლის გამგებლების და მთავარი სამსახურების უფროსების პოსტებს “ნაციონალურ მოძრაობას” სთავაზობს მხარდაჭერის სანაცვლოდ, რისთვისაც დღეს არსებული თანამშრომლების გათავისუფლება მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ შარაშენიძე „ნაცმოძრაობასთან“ კონტაქტს უარყოფს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შარაშენიძე ოზურგეთელებს მუნიციპალურ მართვას სწორედ ამ პარტიასთან ერთად ჰპირდება.

“ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერმა დავით მჟავანაძემ ადგილობრივ მედიასთან ღიად განაცხადა, რომ შარაშენიძეს 2017 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაამარჯვებინა და შემდეგ მან მოკავშირეები მოატყუა და დაივიწყა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img