18.01.2025

ოზურგეთში, ახალგაზრდა მამაკაცი მეთორმეტე სართულიდან გადმოხტომით იმუქრება

23 წლის მამაკაცი თითქმის ორი საათია ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე იმყოფება და გადმოხტომით იმუქრება.

მასთან ახლოს იმყოფებიან ოჯახის წევრები და სასულიერო პირები, რომლებიც ცდილობენ მის გადარწმუნებას. ასევე მამაკაცის გადარჩენას და უსაფრთხოდ გამოყვანას ცდილობს სამაშველო სამსახურიც. თუმცა, ოზურგეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, კვლავ უარს აცხადებს  მოლაპარაკებაზე და უცნობია, თუ რას ითხოვს ის და რატომ მიმართა მან ასეთ რადიკალურ ზომებს.

ადგილზე რჩებიან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ორი სახანძრო მანქანა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img