24.04.2024
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე აცრაზე რეგისტრაციის ხარვეზზე – ილონ მასკს გაუჭედა სისტემამ, ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება

ილონ მასკს გაუჭედა სისტემამ – ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ვებინარზე განაცხადა.

„ახალ ამბებს ხომ ეცნობით ხოლმე? ილონ მასკის სისტემამ, ხომ გაჭედა? ვაქცინაციაზე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, ამერიკაში, რომ დაიწყო ვაქცინაცია სისტემამ როგორ გაჭედა, ჩეხეთშიც გაჭედა სისტემამ. ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ამაზე, ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა, რაღაც საშინელება მოხდა. ხდება, ტექნიკაა“, – განაცხადა პაატა იმნაძე.

დღეს, „სინოვაკის“ ვაქცინაზე ორ საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img