20.04.2024
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – ბიზნესსექტორი ცუდ დღეში აღმოჩნდება თუ არ აცრის თავის თანამშრომლებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ბიზნესსექტორი ცუდ დღეში აღმოჩნდება, თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს და არ აცრიან პერსონალს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში უკვე იგზავნება ინფორმაცია, ქვეყნიდან წასულ დაინფიცირებულ ტურისტებზე.

ამასთანავე, მისი თქმით, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია იმ რეგულაციების შესრულება, რომლებიც დღეს ქვეყანაშია დაწესებული.

„ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი, რომ ახლა აღარ დასჭირდება შეზღუდვა, შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდებიან, იმიტომ, რომ ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ასეთი შემთხვევები, მათ შორის, ისრაელში, ქუვეითში, სინგაპურში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს, იმ სასტუმროში გამოუშვებს ვინმე იქიდან ტურისტს?“- განაცხადა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა ამ ეტაპისთვის არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალი არის აცრა და პირბადის ინტენსიური ტარება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img