28.11.2021
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – „ბრიტანული შტამი“ აქამდე ცირკულირებადი შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ადამიანიდან ადამიანს უფრო ადვილად გადაეცემა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში შემთხვევათა 50-60%-ში ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

 იმნაძის განცხადებით, „ბრიტანული შტამი“ აქამდე ცირკულირებადი შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ადამიანიდან ადამიანს უფრო ადვილად გადაეცემა, რითიც აიხსნება ვირუსის სწრაფი გავრცელება.

„პრაქტიკულად, „ბრიტანულ შტამზე“ ზედამხედველობას აზრი აქვს ხოლმე დასაწყის პერიოდში, როდესაც იწყება მისი ცირკულაცია, როდესაც უნდა გავარჩიოთ ეს არის ბრიტანული თუ ჩვეულებრივი შტამი. ძალიან კარგად ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება და მისი განსხვავება სწორედ ის არის, რომ ის ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, გადამდებლობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ, მანამდე ცირკულირებად შტამებს ჰქონდათ. ახლაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ განსხვავებები დავიჭიროთ. „ბრიტანული შტამი“ ნახევარზე მეტია, ამიტომაც ხდება ასეთი სწრაფი გავრცელება სხვა მიზეზებთან ერთად და ეს კვლევები მუდმივად გრძელდება. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ქვეყანაში მარტო ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, იქ არის სხვა შტამებიც იგივე ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ინდური შტამები გაჩნდა ახალი, ორმაგი მუტაცებით, ამიტომ ეს მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში,“- განაცხადა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img