28.11.2021
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – “ჩაგიწეროთ ექიმმა,რა მიზეზით გეუბნებათ უარს აცრაზე. დამერწმუნეთ, ამას მერე არ გეტყვიან, რადგან საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ”

პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება მოსთხოვონ, –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე, ერთ-ერთი შეკითხვის პასუხისას განაცხადა.

შეკითხვის ავტორმა მოიყვანა მაგალითი, როდესაც ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში აცრაზე დარეგისტრირებულ მოქალაქეს, ალერგიულობის მიზეზით, ექიმმა ურჩია, აცრა არ გაეკეთებინა.

პაატა იმნაძის განმარტებით, თუ ვაქცინას ინსტრუქციაში კონკრეტული უკუჩვენება არ უწერია, მისი გაკეთება ადამიანისთვის დასაშვებია.

პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველა ექიმს ჩატარებული აქვს ტრენინგები და გამოთქვა გაკვირვება იმის გამო, რომ მედიკოსები „მითიურ ალერგიებს იშველიებენ“.

„ჩაუწეროს ექიმმა,რა მიზეზით ეუბნება უარს აცრაზე. დამერწმუნეთ, ამას მერე არ იტყვიან, რადგან საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ, რომ ბავშვობაში რომ ჭინჭრის ციება ჰქონდა ადამიანს, ამიტომ ეუბნებიან აცრაზე უარს. დააფიქსირონ ეს და შესაძლებელი იქნება, რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს, რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი“,- განაცხადა იმნაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img