28.09.2021
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – ლოკდაუნი არ იგეგმება

ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კახეთში განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება, რომ დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე კახეთში რთველის პერიოდში ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ინფიცირების აღმავალ პროგნოზზე საუბრობს. მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვა და ჰოსპიტალური სექტორი მოსალოდნელი დავტვირთვისთვის მომზადებული უნდა იყოს. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კახეთში აცრების დაბალი მაჩვენებელია და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას მიიჩნევს საჭიროდ.

მისივე განმარტებით ეპიდემიოლოგური მაჩვენებელი ბათუმსა და თბილისში კლების ტენდენციისკენ წავიდა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან რეგიონებში. პაატა იმნაძემ კახეთში მცხოვრებლებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„კახელებს ვთხოვ, გამოიჩინონ მათთვის დამახასიათებელი სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ ახლა დიდი ქეიფები, ქორწილები და ქელეხები, არ არის ამისი დრო. რთველი ჩაატარონ კარგად და მერე ეგება, უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს“,- განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძემ ასევე დაადასტურა ორჯერ ვაქცინირებული პაციენტების გარდაცვალების შემთხვევა და განაცხადა, რომ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკვლევა, ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. ასპროცენტიანი ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს“,- აღნიშნა იმნაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img